|
2016-08-24 12:30:57, 596 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" საერთაშორისო კინოფესტივალზე La Cabina მიიღებს მონაწილეობას
ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმების წარმატება გრძელდება. ახალგაზრდა რეჟისორის, თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე" ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე, La Cabina მიიღეებს მონაწილებას. თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე" ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს. "მექელეხე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს. ფილმი წელს საფრანგეთში, კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი. თიბისი ბანკმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე დამატებით 100 000 ლარით დააფინანსა, რამაც გაზარდა კინოწარმოების ფონდი და შესაძლებელი გახდა დაგეგმილზე მეტი ფილმის დაფინანსება. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. საერთაშორისო კინოფესტივალი La Cabina წელს ესპანეთში 3-13 ნოემბერს ჩატარდება. (RS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)