|
2016-08-23 13:59:47, 748 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გრძელდება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა სამგორის რაიონში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერეს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში 13 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გაამაგრა. საერთო ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.566.455 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სამგორის რაიონის გამგეობამ 4 მისამართზე წყალკანალიზაციის პრობლემა გადაჭრა, რაზეც 82157,91 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერია ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრებას აგრძელებს; მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება დაიწყება (ვარკეთილი 3 პირველი მ/რ, 24-ე კორპუსი, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N321, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N334). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)