|
2016-08-22 15:57:30, 805 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 58 მისამართზე 60 სხვადასხვა სახის სამუშაოა დაფინანსებული
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, განხორციელდა 14 სადარბაზოს შიდა რემონტი, საერთო თანხით 229 452,10 ლარი, 16 სადარბაზოს კარის მონტაჟი, საერთო თანხით- 23 965.64 ლარი. ასევე, 14 სადარბაზოს სენსორული განათება, საერთო თანხით -22 311.96 ლარი. გარდა ამისა, გაკეთდა 2 სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის რემონტი, საერთო თანხით- 2 584.12 ლარი, 5 სადარბაზოს კიბის აღდგენა, საერთო თანხით -16 842,46 ლარი, 9 მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნა, საერთო თანხით- 3 319,23 ლარი. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 45 მისამართზე დაფინანსებულია 52 სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაო, რომლის ღირებულებაც 826 650,53 ლარია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გიორგი ბაგრატიონი გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)