|
2016-08-20 15:55:31, 670 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა გაერთიანდეს
დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარნეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა საქართველომ იმ შედეგს მიაღწიოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილური, შეუქცევადი განვითარების წინაპირობას შექმნის. ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირეულ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულში და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოს ბეღელი. ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მარნეულელებისთვის და შემიძლია, ამაყად ვთქვა, რომ არასოდეს ექცეოდა საქართველოში სოფლის მეურნეობას იმხელა ყურადღება, როგორც დღეს. დღეს გამრჯე ადამიანს შეუძლია, უამრავი სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, წამოიწყოს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დღეს ქვეყანას განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს. კვირიკაშვილმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრედ მისი მრავალფეროვნება და მრავალეთნიკურობა დაასახელა. “მარნეული არის მდიდარი რეგიონი, საქართველო კი მდიდარი იმით, რომ ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი, მრავალკულტურული რეგიონები გვაქვს. ჩვენ ამით მხოლოდ და მხოლოდ მდიდრები ვართ. უნდა შევინარჩუნოთ ძმობა,მეგობრობა, თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებს შორის, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიას, სხვადასხვა კულტურას, მაგრამ არიან ერთი ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ნაწილი", - განმარტა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)