|
2016-08-20 15:09:54, 683 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწვალეებს არჩევანი ექნებათ, ატარონ თუ არა წიგნები სკოლაში. როგორც ჯეჯელავამ განმარტა, სამინისტრო ელექტრონული წიგნების კონცეფციაზე სხვადასხვა კომპანიებთან უკვე მუშაობს. "ვმუშაობთ microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს, ელექტრონული წიგნებით უნდა თუ არა, მისმა შვილმა ისარგებლოს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, აუცილებელად, ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ბევრ ქვეყანაში, მშობლები წყვეტენ, რომ სახლში აქვს ბავშვს ქაღალდის წიგნები, მაგრამ სკოლაში არ დაატარებს ამ წიგნებს და აქვს კომპიუტერი ან ტაბლეტი, ან რაიმე საკითხავი მოწყობილება",- განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)