|
2016-08-20 15:03:34, 813 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა
დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ განაცხადა, რომ "დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა" მისთვის მიუღებელია. ჭურღულიას თქმით, ორგანიზაცია ყველა იმ ადამიანმა დატოვა, ვინც ალიანსის შექმნას ვერ შეეგუა. "ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას", - განაცხადა ჭურღულიამ. შეგახსენებთ, რომ ჭურღულიამ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)