|
2016-08-20 12:31:05, 766 ნახვა
საზოგადოება
ხინჩეგაშვილი: 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო
ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა, - ამის შესახებ Sportall.ge-ს ”თავისუფალი სტილით” მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განუცხადა. ჩემპიონის თქმით, მან უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და გულშემატკივარი გაახარა. "ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი. 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - განაცხადა ხინჩეგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)