|
2016-08-19 20:53:27, 849 ნახვა
პოლიტიკა
უსკო-მ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 19 აგვისტოს განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ბათილად ცნობას საფუძვლად უდევს ცესკო-ს განკარგულება, რომლითაც „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გაუქმდა, ვინაიდან აღნიშნული განკარგულება იყო ერთ-ერთი საფუძველი „ცენტრისტების“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებისას. ცესკო-ს მიერ პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)