|
2016-08-19 11:48:36, 574 ნახვა
საზოგადოება
Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა
Black Sea Arena-ზე ჯგუფ Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით მოემსახურება. როგორც "ექსპრესნიუსს" „საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, მატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 10:25 საათზე გავა და ურეკში 5 საათზე ნაკლებ დროში ჩავა. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მატარებელი თბილისში ღამის 02:00 საათზე დაბრუნდება. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ. Scorpions-ის კონცერტისთვის Black Sea Arena-ზე სცენის კონსტრუქცია მთლიანად შეიცვალა. არენას მენეჯერის დიმიტრი ბერიძის თქმით, ჯგუფის წერვების მოთხოვნით, სცენა მაყურებლებში ღრმად იჭრება. "კონცერტი ძალიან დინამიური იქნება, როცა შოუს მონახაზი და სცენის ფორმა გავიგეთ, უკვე ნათელი იყო, როგორ შოუს ვნახავათ არენაზე. ყველა ჯგუფის წევრს ინდივიდუალური აქტივობები აქვს და ძალიან დინამიური პროგრამაა", - განაცხადა ბერიძემ. ცნობისთვის, Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)