|
2016-08-18 20:17:32, 860 ნახვა
საზოგადოება
კომპანია "სვეტი" მედალოსან ოლიმპიელებს ბინებს გადასცემს
სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ ქართველ ოლიმპიელებს საჩუქრად ბინები გადასცა. "ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან „ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში“ აქციის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და ორჭიდში 273 კგ-ს აწევა შეძლო. ქართველი ძალოსნების მთავარი კონკურენტი, ირანელო ბეჰდად სალიმი შეჯიბრებას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ შეხვედრაში იაპოელ ტომოჰირო ინუეს შეხვდა და მეტოქეს 1:0 სძლია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ასპარეზობა ფინელ სეპო ვაელიმაეკის ძლევით დაიწყო, შემდეგ ირანელ ჰაჯი ნოოროზის აჯობა, 1/2-ფინალში კი სერბ დავორ სტეფანეკთან დამარცხდა. 22 წლის ქართველი მოჭიდავისთვის რიოს ოლიმპიადაზე დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)