|
2016-08-18 15:14:53, 648 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას იწვევს. „2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები. საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)