|
2016-08-18 13:18:36, 709 ნახვა
საზოგადოება
ავერსი: ინფექციური საავადმყოფოს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ავერსი რემონტის საშუალებას არ აძლევთ, სიცრუეა
ავერსი ინფექციური საავადმყოფოს მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის გაკეთების და აპარატურის განთავსების საშუალებას, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. "ყაზბეგის გამზ. N16 არსებული უძრავი ქონება (მიწა და შენობები) ავერსმა შეიძინა 2009 წლის 25 დეკემბერს ღია აუქციონზე. იქ არსებულ ორ სახელმწიფო კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 2011 წლის 25 დეკემბრამდე, მაგრამ მათი გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. ავერსი ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას, აქციას და გაფიცვას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა არის დესტრუქციული და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, შეიცავს რა შანტაჟის ელემენტებს. ჩვენი აზრით ალტერნატივა დიალოგს და საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას არ აქვს, როგორც აღვნიშნეთ 2 დღეა გაფორმდა ხელშეკრულება, შესაბამისად ყველა საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა",-ნათქვამია "ავერსის" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)