|
2016-08-18 13:01:44, 630 ნახვა
საზოგადოება
ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთი აქტიურად ჩაერთო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის საზღვაო ძალების მცურავი საშუალება, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხვალ დილით შემოვა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით გუშინვე შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო. ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ დილით, გონიოში ჩასვლამდე აწარმოა, რის შემდეგაც თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური დაუყონებლივ ჩაერთო სამუშაოებში. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)