02:57 - 09 May, 2026
|
2016-08-17 16:34:50, 735 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გონიოში გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონიოში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ზღვაში დაკარგულ ორ ქართველ ჯარისკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. გიორგი მარგველაშვილმა ადგილზე შეკრებილი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა. „მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის, მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო", - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი გონიოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა და ჩატარებულ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)