|
2016-08-17 16:18:19, 730 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში 22 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა მოიხსნა
დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. თბილისის მერიის იფორნაციით, 21 მისამართზე მთლიანად განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი, ხოლო 1 მისამართზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ძლიერი ნალექების დროს, სანიაღვრე კოლექტორი ვერ ატარებდა მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა. 22 მისამართზე განხორციელებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „b&b-მ“ და შ.პ.ს „ენ ეს გრუპმა“ 288 673 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულეს. დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, 14 მისამართზე უკვე დააგო ასფალტის საფარი, დანარჩენ 8 მისამართზე კი ეტაპობრივად დაიგება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)