|
2016-08-17 11:27:08, 815 ნახვა
საზოგადოება
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად წეროვანის დასახლების 2 000 ოჯახზე მეტი 80 ჰექტარ საკარმიდამო ნაკვეთის მოსარწყავად ისარგებლებს წყლით.“ - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარზე მეტია, მომავალი წლის შემოდგომისთვის დასრულდება. „მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებდა სარწყავად, რაც, თავის მხრივ, სასმელი წყლის პრობლემას ქმნიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, კი, გადაიჭრება სარწყავი წყლის პრობლემა და აღარც სასმელი წყლის მიწოდება შეფერხდება“- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. შპს „საქართელოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, ლევან დვალის განცხადებით დასახლებაში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი, რომელიც სარწყავი წყლით უზრუნველყოფს წეროვანის დასახლების თითოეულ ოჯახს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)