|
2016-08-16 17:23:26, 858 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩა N5-სა და აგლაძის ქუჩა N39-ში ამ ეტაპზე დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი მიმდინარეობს, ხოლო ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ლუბლიანას ქუჩა N11-ში კი კონტრაქტორი კომპანია ასფალტის საფარს აგებს. ლუბლიანას ქუჩაზე ასევე ეწყობა მოსასვენებელი სკვერი, სადაც ამ ეტაპზე დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისათვის, სპორტული მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორი მოაწყო. საგზაო ინფრასტრუქურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსსა და ვანის ქუჩა N4-ში. მოწესრიგდა სამანქანო გზა, ბორდიურები და ტროტუარები. დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)