|
2016-08-16 14:38:52, 911 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: წლის ბოლოსკენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბევრად ნაკლებ დროში ჩაერთვებიან
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ პროექტი განიხილეს. დოკუმენტი 4 წელიწადს, 2016-2020 წლებს მოიცავს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, C ჰეპატიტის სამკურნალო ტექნოლოგიები უმჯობესდება და წლის ბოლომდე პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ელიმიცნაციის პროგრამაში ბევრად ნაკლებ დროში ჩერთონ. „პროექტში არის ათეულობით მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის, პრევენციის და პაციენტების ინფორმირებულობის კომპონენტებს. ხაზგასასმელია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე პოზიციაზე. ტექნოლოგიები, მათ შორის სამკურნალო ტექნოლოგიები, მუდმივად უმჯობესდება და წლის ბოლოსკენ ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვეძლება, როდესაც უკვე ბევრად მოკლე პერიოდში შეეძლებათ პაციენტებს ჩართვა. მთლიანად ადამინების რაოდენობა, ვისაც მკურნალობა სჭირდება, სამწუხაროდ საქართველო აღმოჩნდა პირველ ხუთეულში მსოფლიოში, შეადგენს 150 000-სს. 15 ათასი უკვე ჩაერთო, ან დააასრულა მკურნალობის კურსი, თუ ჩვენ აქამდე თვეში დაახლოებით 800 ადამიანის ჩართვა შეგვეძლო, ახლა უკვე შეგვეძლია 3000 ათასი ადამიანის ჩართვა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა მინიმალურ დროში ჩაერთოს პროგრამაში. პირველი თვეების განმავლობაში ჩართვის კრიტერიუმი იყო ის, თუ ვისაც უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მას ენიჭებოდა უპირატესობა. ივნისიდან ეს კრიტერიუმი მოიხსნა და აღარანაირი კრიტერიუმი არ არსებობს და ნებისმიერს, ვისაც ეს პრობლემა აქვს შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში. ამოცანა არის პაციენტების მხრიდან მაქსიმალურად ჩართვა სკრინინგში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)