|
2016-08-16 12:58:56, 1092 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: პენსიონერები ისეთ ადგილებზე საქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენო პენსიონერების დასაქმების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. სერგეენკოს თქმით, უმჯობესია, კრიტიკამდე, ან რაღაცის შექებამდე ყველამ ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში ჩაიხედოს. მინისტრის განმარტებით, პენსიონერები ისეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს. „პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ერთის მხრივ პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და რომელიც ერთის მხრივ საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, მეორეს მხრივ რაც აუცილებელია და ყურაღების გასამახვილებელია, პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსი მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობა. მაგალითისატვის, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“, რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი, რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან, მათი ერთის მხრივ დასაქმების და მეორეს მხრივ მათი გამოცდილების გაზიარების მხრივ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)