02:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 12:17:11, 856 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-მ ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა.

როგორც  ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ აღნიშნა,  განკარგულებას ერთი საათის წინ მოაწერა ხელი.

ამასთან, ჟვანიას განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ აქვს იურიდიული ძალა.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“,-აღნიშნა ჟვანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics