|
2016-08-16 10:15:22, 902 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: მთაში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დანიშვნა გამარტივდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კანონის თანახმად, 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები ისარგებლებენ: „მთის კანონით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად. დღეს ამ პროგრამით უკვე სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები და ახალგაზრდა ოჯახები. 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები. საგადასახადო შეღავათწებით კი ისარგებლებენ მეწარმეები მთიან რეგიონებში. დღეს ჩვენ დასამტკიცებლად გამოგვაქვს მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ ამ მიმართულებით და პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა ძალიან ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)