02:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 18:45:18, 927 ნახვა

საზოგადოება
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და  ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ვანის რაიონში სოფელ  სულორის, ისრითის, ამაღლების, ინაშაურის, საპრასიას, ძულუხისა და დიხაშხოს მცხოვრებლებს შეხვდა. გრიგოლ ლილუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება  კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა; მისივე განმარტებით პროგრამის - „დანერგე  მომავალი'' ფარგლებში  ხელისუფლებამ მებაღეებს გაშენებული ნერგების ღირებულების 70% აუნაზღაურა. ამავე  პროგრამის  ფარგლებში ხელისუფლებამ 50%-იანი თანადაფინანსებით სარწყავი სისტემების  დამონტაჟება უზრუნველყო.

„სახელმწიფოს დახმარებით 1500-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ამუშავდა, რის შედეგადაც  სოფლებში  დამატებითი  სამუშაო  ადგილები შეიქმნა. ხელისუფლების   აქტიურმა მუშაობამ პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები მოიძია; ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირის  ქვეყნებში ქართულ პროდუქციაზე  მოთხოვნა აქტიურად გაიზარდა," - განაცხადა ლილუაშვილმა შეხვედრაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ამაღლებაში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა  დაათვალიერა. საწარმომ „აწარმოე  საქართველოს" ფარგლებში  იაფი აგრო  სესხის  მიღება შეძლო; ქარხანაში 150-მდე  ადგილობრივია დასაქმებული. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics