|
2016-08-15 17:21:07, 1942 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი დის გაუპატიურებაში ბრალდებული სიღნაღის სასამართლომ გაამართლა
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც საკუთარი დის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული. ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახურ დანაშაულს, გაუპატიურებას გულისხმობს და 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლემ ახალგაზრდა წარდგენილ ბრალში სრულად გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 წლის ბიჭი 15 წლის დის გაუპატიურების ბრალდებით, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გოგონა 8 თვის ორსული იყო. დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობა 3 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)