|
2016-08-15 15:12:28, 944 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების შეკეთების სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, 41 მისამართზე ლიფტის შეკეთების სამუშაოები განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ლიფტებში გამოიცვალა: უსაფრთხოების მუხრუჭები, ლიფტის კაბინები, დამონტაჟდა ახალი სარკეები, ლიფტის კარი, მოეწყო ლამინირებული კედლები, ჭერის სანათი მოწყობილობა, კედლები, ღილაკების გაყვანილობა. “ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამგორის რაიონში. 41 მისამართზე დასრულდა საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების შეკეთების სამუშაოები. მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა,“- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)