|
2016-08-15 11:27:34, 864 ნახვა
საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებულ სამუშაოებზე 107 022 ლარი დაიხარჯა
თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში მცხოვრებ დევნილებს მალე გამართული წყალ-კანალიზაციის სისტემა ექნებათ. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭა, გაიწმინდება ცენტრალური ჭის მაგისტრალი და დამონტაჟდება ცენტრალური წყლის მილი. თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ, თევდორე მღვდლის N13-ში 1400 კვმ ფართობზე შეიცვალა დაზიანებული სახურავი, ხოლო საერთო სარგებლობის სადარბაზოებში შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 022 ლარი დაიხარჯა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)