|
2016-08-15 11:06:36, 762 ნახვა
საზოგადოება
„ერისიონის“ კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის გზავნილით დასრულდა
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა - „ერისიონი” 13 ივნისს, საკონცერტო დარბაზ Bლაცკ შეა Aრენა-ს სცენაზე გამართული გრანდიოზული შოუ-კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გზავნილით დაასრულა. კონცერტის დასკვნით ნაწილზე „ერისიონის“ მოცეკვავეებმა ცეკვა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა და მოქალაქეებს, მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს-ს მიერ დაწყებულ სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ყოველდღიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კომპანიები და რიგითი მოქალაქეები განსხვავებული და საინტერესო ინიციატივებით უერთდებიან. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)