|
2016-08-14 11:04:06, 775 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა
აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ლევან იზორიამ დაღუპული მებრძოლებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „პატივს მივაგებ აფხაზეთში დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს. მათ, მართლაც, წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. დაგვიტოვეს, ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისა, რომ ვუერთგულოთ იმ საპატიო საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. ჩვენ ერთად უნდა ვუერთგულოთ ამ საქმეს!“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დაღუპული მებრძოლები, მშობლებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმაც გაიხსენეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, პირველად, სწორედ, 24 წლის წინ, 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა; 1993 წლის 27 სექტემბერს კი, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი, დევნილად იქცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)