|
2016-08-15 10:53:12, 741 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. იქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სკვერი მოეწყობა 10650 კვადრატულ მეტრ ფართობზე. პროექტის ღირებულება 230 500 ლარია. სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოზე, ბერიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 44, N 44-ის „ა“ და „ბ“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. სკვერებში ეწყობა ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, იგება ფილები, კეთდება წყაროები, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა სპორტული მოედანი. „ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წელს რაიონის ტერიტორიაზე სკვერები და დასასვენებელი კუთხეები 30874 მ2 ფართზე მოეწყობა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1121586,72 ლარი დაიხარჯება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)