|
2016-08-13 14:55:54, 1003 ნახვა
საზოგადოება
კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს. ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა ღია ცის ქვეშ, კრაკოვის ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე იგეგმება. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება, მოედანზე შეკრებილი ტურისტებისთვის კი ქართული ცეკვების მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებული ვიქტორინები, გათამაშებები და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. ლიტვაში გამართული ღონისძიება გაგრძელებაა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის, რომელიც სამიზნე ქვეყნების დიდი ქალაქებში „აჭარის დღეების“ გამართვას ითვალისწინებს. დღემდე დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკში, ვარშავასა და კლაიპედაში გამართა. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)