|
2016-08-13 11:23:07, 741 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდი საქმიანობის რიგით მე-13 პერიოდულ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით მე-13 პერიოდულ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს და აღნიშნულ პერიოდში სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ასახავს. აღვინშნულ პეიოდში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 27 კომპანიის დახმარებით, სოლიდარობის ფონდში 7 195 089 ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით კი ფონდმა სიმსივნით დაავადებული 276 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა საერთო ჯამში 1 722 252 ლარის, 2 552 871 აშშ დოლარისა და 1 246 053 ევროს მოცულობით. 121 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 155 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან დღემდე - უკვე 2 წელია - რაც საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ფონდში განხორციელებული მნიშვნელოვანი დონაციებისა, ფონდში მომართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა. სწორედ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობისათვის სოლიდარობის ფონდისთვის უკვე ამოქმედდა როგორც საქველმოქმედო ნომერი 901 12 12 12 ასევე ინოვაციური სატელეფონო აპლიკაცია „Solidarity Fund/სოლიდარობის ფონდის”, რომლის გადმოწერაც დონაციის მსურველებს Google და Apple მარკეტებიდან შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)