|
2016-08-12 18:35:11, 910 ნახვა
საზოგადოება
ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
სასტუმრო შერატონ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება განხორციელდა გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვის მეშვეობით აჭარაში" და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით დაფინანსებული პროექტის "კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი" ფარგლებში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)