|
2016-08-12 17:34:17, 904 ნახვა
საზოგადოება
N 17 დაწესებულების მსჯავრდებული ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ. ჰორიზონტალურ ძელზე ცალი ფეხით ჩაჯდომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მან იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა და წუთში 37 ჩაჯდომა განახორციელა. უწყების ცნობით, სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მსაჯები და მსჯავრდებულებიც დაესწრნენ. რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, ჯ.ზ. დღესდღეობით ერთადერთი მსჯავრდებულია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. „დღეს უკვე მეოთხე რეკორდი დავაფიქსირეთ N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულს მსოფლიო რეკორდის გადაჭარბებისთვის წუთში 30-ზე მეტი ჩაჯდომა უნდა დაეფიქსირებინა და რეზულტატად 37 ჩაჯდომა მივიღეთ. შედეგი პოზიტიურია და ამით მან იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა ,“- განაცხადა დავით ბეგიაშვილმა. მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული ჯ.ზ. საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას მომავალშიც აპირებს რისთვისაც ვარჯიშს აქტიურად გააგრძელებს. სპორტული ღონისძიების დასასრულს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ ჯ.ზ. მსოფლიო რეკორდის დაამყარებისთვის სერთიფიკატი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)