|
2016-08-12 16:45:03, 914 ნახვა
საზოგადოება
ჩარგლის ქუჩაზე ავტობუსების მიმართულებები დროებით იცვლება
ჩარგლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, 12 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე #17, #60, #94 და #95 ავტობუსები გურამიშვილის გამზირიდან შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ალ. ბარამიძის ქუჩა - გამყრელიძის ქუჩა - ურეკის ქუჩა - ანაპის დივიზიის ქუჩა - შემდეგ კი არსებული, ძველი მარშრუტით გააგრძელებენ გადაადგილებას. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. რაც შეეხება აღნიშნული ავტობუსების უკუმიმართულებით მოძრაობას, ავტობუსები გადაადგილდებიან იგივე ქუჩების გავლით. მერიის ცნობით, ჩარგლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოების დამთავრებისთანავე, ავტობუსები ჩვეული მარშრუტით იმოძრავებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)