|
2016-08-11 17:52:46, 809 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარების საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი,ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, კომპანიის „კავკასსერტი“, კომპანიის „ჯეოფერტი“ და მცხეთა-მთიანეთის განვითარების სააგენტო წარმომადგენლები) ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების საპილოტე პროექტის მიმართულებები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეოების დარგისთვის ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთის კარგი მაგალითიიქნება. შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიოწარმოებაზე გადასვლის წინაპირობების განხილვასთან ერთად, ბიოწარმოების მეთოდოლოგია და ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)