|
2016-08-11 17:31:00, 905 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მკურნალობისთვის 80 ათასი ლარი გამოყო
თბილისის მერიამ მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მკურნალობისთვის 80 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ მერიაში დაუდასტურეს. ლომინაძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. როგორც“ექსპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ენჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან. ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)