|
2016-08-11 17:14:06, 837 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში ტარდება შეხვედრები წყალმომხმარებლებთან, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების უპირატესობების შესახებ. ირიგაციის ეს მეთოდები მორწყვის ტრადიციულ წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას. კომპანიის მიერ სოფელ დიცში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, დიცის მაცხოვრებელმა, ლავრენტი ბარიშვილმა, საკუთარ ნაკვეთში წვეთური მორწყვის სისტემა გამართა. „სხვა სოფელში ვამუშავებდი მიწას, არბოს სატუმბი სადგური რაც ამუშავდა დიცში დავიწყე მიწის დამუშავება. ჰექტარნახევარს ვამუშავებ, მომყავს კიტრი და პომიდორი. წვეთური მორწყვის სისტემა გავაკეთე, რომ მეტი მოსავალი მივიღო. 50-დან 60 ტონამდე პომიდორის მოსავალს ველოდები“-ამბობს ლავრენტი ბარიშვილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)