|
2016-08-11 16:37:15, 713 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება
12 აგვისტოს, 11:30 საათზე, სასტუმროში ,,Holiday Inn” ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველოს, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. ღონიძიებაში ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის” - ფარგლებში გაიმართება. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, 2000 წლის 12 აგვისტოდან, ყოველწლიურად აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)