|
2016-08-11 16:02:59, 1015 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: არაკეთილსინდისიერი აფთიაქები გამოიკვეთა, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არაკეთილსინდისერი აფთიაქები გამოიკევთა, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ. როგორც სერგეენკომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რვა ფარმაცევტს მუშაობის უფლება შეუჩერდა. „სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ინტრავენტური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებებით ინტრავენტური ფორმა „ვინტი“, კრაკადილი“, მართლაც ავადსახსენებელი შემზარავი მოვლენა 95%-თ არის შემცირებული. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება, ტაბლეტირებულ ფორმებს ბოლო ნახევრი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომელებიც შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატერეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა რამდენიმე ათეული აფთიაქი აჩვენა, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარმაცევტს უკვე შეუჩდრდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“,-განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)