|
2016-08-11 09:22:17, 675 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა. ფინალში გასვლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონი კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა. 11 აგვისტოს ძიუდოში მედლებისათვის 100 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი 20 წლის ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექას პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები რიო დე ჟანეიროში თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)