|
2016-08-11 10:24:15, 644 ნახვა
საზოგადოება
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. 10 აგვისტოს გამართულ ხმლით ფარიკაობაში ბაზაძემ 1/32 ფინალურ ეტაპზე ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3 და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც კორეელი ოლიმპიური ჩემპიონის გუნდურ ასპარეზობაში და ასევე აზიის ჩემპიონის - კიმ ჯუნჰვანის წინააღმდეგობა ვეღარ გადალახა. ბაზაძემ კორეელ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით - 14:15 დათმო. აზიელი სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაზემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო - 14:14, გადამწყვეტი ქულა კი კორეელმა მოიპოვა. კიმ ჯუნჰვანი საბოლოოდ რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ხმლით ფარიკაობაში უნგრელმა არონ ზილაგიმ მოიპოვა. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. ნამდვილად შემეძლო კორეელი მეტოქის დამარცხება, იყო ტექნიკური ხარვეზიც, რამაც ხელი შემიშალა. დღევანდელი შედეგი ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის უფრო მონდომებით მოვემზადები და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მექნება" - განაცხადა ბაზაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)