04:46 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:13:25, 1025 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ირანის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ბატონ ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და ჰოსეინ მაშჰადმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით.

აგრეთვე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე უნივერსიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა რეგიონულ ჭრილში. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას, ერთობლივი საწარმოების დაარსებას. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ირანთან, რომელიც არის დიდი კულტურის და ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. ვფიქრობ, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც რეგიონულ ჭრილში ჩვენ შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღმავდება და იქნება ნაყოფიერი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ირანი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics