|
2016-08-10 12:44:59, 698 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ მე-13 შეხვედრა გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს შესრულებული სამუშაოები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი“ 2011 წელს ჩამოყალიბდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს ჯგუფის მუშაობაში ჩართული ყველა მხარის საქმიანობას რეინტეგრაციის მდგრადი და ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)