|
2016-08-10 11:00:48, 786 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში 30-მდე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება
თბილისის მერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და სხვადასხვა საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. მათივე ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე პარკი სრულად განახლდება, მოპირკეთდება ქვაფენილი ბილიკები, გამოიცვლება სარწყავი მილები, ფანჩატური, საქანელები, სკამები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 16 975 ლარია. მიმდინარე წელს ვაკის რაიონში, საერთო ჯამში, 30-მდე სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)