|
2016-08-09 11:04:57, 852 ნახვა
საზოგადოება
TFR-მა საქართველოს ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, TFR-ის ჯილდო- „2016 წლის საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიიღო. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს TFR–ის ყოველწლიური დაჯილდოვების „2016 Excellence Awards“-ის ფარგლებში გადაეცა. „აღნიშნული ჯილდო, დასტურია, რომ საქართველოს ბანკი წამყვანი ბანკია, როგორც საბაზრო ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფინანსირების კუთხით. ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიზნით, მის ხელშეწყობასა და დაფინანსებაზე. მუდმივად ვმუშაობთ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს აქტიურად ისარგებლონ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით. საქართველოს ბანკში არსებული ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები, კვალიფიციური გუნდი, მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ჩვენს მომხმარებელებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებები აწარმოონ უცხოელ პარტნიორებთან“ განაცხადა საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ქავთარაძემ. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)