|
2016-08-09 10:49:43, 735 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ფარგლებში, მოხდება გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან - 26 მაისის სახელობის მოედნამდე მიმდინარეობს. "ინტენსიურად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 26 მაისის მოედანზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მოედნამდე იგება ასფალტის საფარი. იგება ასფალტის ორი ფენა, გასწორდება ჭის თავსახურები, დაიხაზება ტერიტორია. ვცდილობთ, ნაკლები დისკომფორტი შეექმნას მძღოლებს და სამუშაოები სწრაფად დასრულდეს", -განაცხადა დავით ნარმანიამ. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყო და 20 კალენდარულ დღეში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს "ენ სი სი" აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)