|
2016-08-08 18:38:05, 852 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს გავრცელებულ ცრუ ინფორმციას არ აჰყვნენ
კრწანისის რაიონის გამგეობაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პენსიონერებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით უპრეცედენტო რაოდენობის განცხადება შემოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. „სავარაუდოდ, ადგილი აქვს მოსახლეობის გამიზნულად შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, გამგეობა რაიონში მცხოვრებ ყველა პენსიონერზე ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება. კრწანისის რაიონის გამგეობა მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვნენ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამგეობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს რაიონის მაცხოვრებლების სოციალურ მომსახურებას არსებული პროგრამების ფარგლებში”,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)