|
2016-08-08 18:02:16, 794 ნახვა
საზოგადოება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და პრობაციონერებმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა - თეიმურაზ მაღრაძემ და ზაზა გრიგოლიამ, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან და გორის ოფისში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მოგვიანებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ყოველ წელს ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელშიც პრობაციონერებიც მონაწილეობენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)