|
2016-08-08 15:42:58, 944 ნახვა
სამხედრო
მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის მერვე წლისთავი აღინიშნა
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავი აღინიშნა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა სამუდამო განსასვენებელს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა. უწყების ინფორმაციით, სასაფლაოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნებიც ეწვივნენ. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრებს შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და პირობა მისცა, რომ უფრო დეტალურად სასაუბროდ, პრობლემების რეალურად აღმოსაფხვრელად მათთან სპეციალურ შეხვედრას გამართავს. „რვა წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები, ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავშორდით აფხაზებსა და ოსებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. „პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელებით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან, დღეს ისინი გმირი დედები არიან. მე მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსოვნასთან ერთად ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, ომის დროს დაღუპულების ოჯახს მიუსამძიმრა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. „უპირველეს ყოვლისა მინდა სულითა და გულით მივუსამძიმრო და ამავე დროს მადლობა ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, მშობლებს, რომლებმაც გაიღეს საუკეთესო, რაც მათ გააჩნდათ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიერ გაწეული ღვაწლი არამარტო დღეს იძლევა თავის ნაყოფს არამედ მომავალშიც ასევე მოვალთ და ამ ბიჭებს ვახარებთ გამარჯვებას,“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. (NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)