|
2015-03-07 17:36:32, 639 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენაში" მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ „ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენა 2015“-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. გამოფენაში სულ 40-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრს წარმოდგენელი ჰქონდა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სააპლიკაციო ფორმებიც. როგორც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტმა ქეთევან მჭედლიშვილმა განაცხადა, ცენტრი ამ გამოფენაში პირველად მონაწლეობს. „ჩვენი მიზანი იყო უფრო დიდი აუდიტორიისთვის ცენტრის საქმიანობის, ახალგაზრდული პროგრამებისა და მათ ფარგლებში მიმდინარე პროექტების გაცნობა. დაინტერესებულმა პირებმა შეავსეს კიდეც სააპლიკაციო ფორმები და ჩვენს პროგრამებში აქტიურად მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. გამოფენის მონაწილეებს შორის მოხდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლაც“, - განაცხადა ქეთევან მჭედლიშვილმა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს პროგრამები ახალგაზრდებში მოხალისეობის დანერგვა-განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, არასრულწლოვნებში თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებას და დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამებიდან აქტიურად მიმდინარეობს „ორი თაობა“, მოხალისე“, „ლიდერთა სახლი“, „წერილები ჯარისკაცებს“ და სხვა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)