00:15 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 11:48:13, 581 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დიმიტრი ქუმსიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მათ ომში დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. „ჩვენ ამ ომში საუკეთესო ადამიანები, საქართველოს ერთგული ჯარისკაცები დავკარგეთ - მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის უმძიმესი შედეგები გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ 2008 წელს ომში დაღუპულთა ოჯახებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics